ჯეორჯია ოფენ 2018

,,კატაევი და პარტნიორები” ტურნირის ოფიციალური სპონსორი

 ბათუმში 12-16 სექტემბერს   ჩატარდა ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ,,ჯეორჯია ოფენ 2018” .

ტურნირში I, II და III ადგილების მფლობელებსა  მედლები, ხოლო სხვა მონაწილეებს სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.

კომპანიის დირექტორმა, გრიგორი კატაევმა, მიიღო ბათუმის საჩოგბურთო კლუბ ,,პრემიუმის”-გან  საპატიო წევრის წოდება.

,,მსგავსი ღონისძიებების მიზანია ვეტერანი და მოყვარული სპორტსმენების წახალისება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რასაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ”- აცხადებს გრიგორი.

ამ ტურნირში მონაწილე ყველა მოთამაშეს ვუსურვებთ წარმატებას!