ბათუმში გაიმართა ქალთა საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში Ladies Open 2018

ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. „ლეიდის ოუფენის“ გამარჯვებული რუსი სპორტსმენი დარია კუდაშოვა გახდა. ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში ასევე რუსი მოწინააღმდეგე გულნარა ნაზარევა დაამარცხა.

ქალთა საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ოცდამეერთედ გაიმართა. წელს ტურნირში 12 ქვეყნიდან 32 სპორტსმენი მონაწილეობდა. „ლეიდი ოუფენი“ ბათუმის ჩოგბურთის მოედანზე  ცხრა დღის განმვლობაში მიმდინარეობდა.

,,ბათუმი ლედის ოუფენ’’-ის საპრიზო ფონდი 15 000 $ შეადგენდა.
,,კატაევი და პარტნიორები” გახლდათ ქალთა საერთაშორისო ტურნირის ოფიციალური სპონსორი. ჩვენი კომპანია  ხელს უწყობს აჭარაში ჩოგბურთის განვითარებას, მხარს  უჭერს  ჯანსაღი ცხოვრების  წესის   დამკვიდრებას, და ვთვლით, რომ ახალგაზრდა თაობების და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება უმნიშვნელოვანესია უკეთესი და უფრო ნათელი მომავლისთვის.