ბათუმში ინვესტირების ძირითადი მიზეზები

ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.
აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი.

კომუნიკაციებითა და სავაჭრო ურთიერთობებით ცნობილი ქალაქი დღესაც გამორჩეულია თანამედროვე არქიტექტურითა და ინვესტიციების სიმრავლით.
აჭარის მთავრობა ბათუმში ინვესტირების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს:

1. ბიზნესზე ორიენტირებული და სტაბილური გარემო საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ინვესტიციების უპირობო დაცვას. უცხოელი ინვესტორების აქტივები არ ექვემდებარება ექსპროპრიაციას.

2. საქართველო-ევროკავშირთან ასოცირების ხეკშეკრულება საქართველოს მიერ გაფორმებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ხელმისაწვდომს ხდის ევროპულ ბაზარს ქართული კომპანიებისთვის

3. დაბალი საგადასახადო განაკვეთები და შეღავათები ახალი გადასახადების დაწესება ან გაზრდა შესაძლებლია მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების შედეგად.

4. ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობა ინვესტორებზეა ორიენტირებული. კანონები შემუშავებულია როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორების საქმიანობის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ბიზნესის დაწყება-დარეგისტრირების პროცედურების სიმარტივის მიხედვით.

5. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია საქართველოში. ის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია. ბათუმი მდებარეობს ტრანსკავკასიური დერეფნის დასავლეთით, შავ და კასპიის ზღვებს შორის, ისტორიული აბრეშუმის გზის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე.